ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ 15 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ნამდვილად მოხვდებიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ცხადია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება.
ტიტემ Esporte-სთან ინტერვიუში დაასახელა ეს ფეხბურთელები: ალისონი; დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მირანდა, მარსელო; კაზემირო, პაულინიო, რენატო აუგუსტო, ვილიანი, ფერნანდინიო, კოუტინიო; ნეიმარი, გაბრიელ ჟესუსი, ფირმინო.
ასე რომ, ტიტესთვის 8 ვაკანტური ადგილი რჩება.