ფეხბურთი

18:50 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარჩელო ლიპი: "ალეგრის აბსოლუტურად ვეთანხმები"

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპი, რომელიც ამჟამად ჩინეთის ნაკრებს უდგას სათავეში, ტურინის “იუვენტუსის” შესახებ საუბრობს.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, მასიმილიანო ალეგრის და “ბებერი ქალბატონს” ტყუილად აკრიტიკებენ, რადგან წინ მეორე თამაშია. ამასთან, დასძინა, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება გარანტირებული არავის აქვსო.

“ალეგრის აბსოლუტურად ვეთანხმები. ის მართალია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება გარანტირებული არავისთანაა. “ტოტენჰემი” დიდი გუნდია, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. წინ საპასუხო მატჩია, “უემბლიზე” შეცდომების დრო არაა.

გამარჯვებაც აუცილებელი არაა. შესაძლებელია მატჩი 2:2 დასრულდეს და დამატებით დროში ერთი გოლიც საკმარისი იქნება. 2003 წელს “ბარსელონასთან” შინ ფრე ვითამაშეთ, სტუმრად ნედვედის გოლით ვიგებდით, ჩავიმ მალევე გაათანაბრა, შემდეგ კი, კაცნაკლულნი დავრჩით. მიუხედავად ამისა, დამატებით დროში თამაში მოვიგეთ.

ჩვენ ვსაუბრობთ მწვრთნელზე და გუნდზე, რომლებმაც ბოლო წლებში, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ნაბიჯი გადადგეს. “ტოტენჰემთან” მატჩის დასაწყისი ძალიან გავდა შარშან “ბარსელონასთან” შეხვედრას. ვფიქრობ, მოვლენების სხვაგვარად წარმართვა გარკვეულწილად ვერგატანილმა პენალტმაც განაპირობა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალეგრის საპასუხო მატჩში ის ფეხბურთელები დაუბრუნდებიან, რომლებმაც ტურინში ვერ ითამაშეს.

ბუფონი შეცდა? – აბსოლუტურად არა. ჯარიმის დროს მან ნახევარი ნაბიჯი საწინააღმდეგოდ გადადგა, რადგან ერიკსენისგეან მაღალ კუთხეში ელოდებოდა დარტყმას. დანიელი ასე რომ მოქცეულიყო და ბუფონს მოძრაობა მარხნივ არ დაეწყო, მაშინაც გააკრტიკებდნენ”, - განუცხადა ლიპიმ Tuttosport-ს.

0.113759