“ნიუ იორკ ნიქსის” ლიდერმა ლატვიელმა კრისტაპს პორინგისმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პორზინგისის პარკეტზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
მიმდინარე სეზონში პორზინგისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 22.7 ქულას, 6.6 მოხსნას და 1.2 პასს აგროვებდა.