“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “ბაზელთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის (0:4) შემდგომ განაცხადა, რომ მოპოვებული დიდი უპირატესობის მიუხედავად, საპასუხო შეხვედრას უყურადღებოდ არ უნდა მოეკიდონ.
“მანჩესტერ სიტი” თითქმის მეოთხედფინალშია, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს, მერვედფინალში 180 წუთი ვითამაშებთ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დარჩენილ 90 წუთზე ვფიქრობ.
გუნდოგანი? ის უჩვეულო ფეხბურთელია. შარშან ის ვერ თამაშობდა, რადგან ტრავმა ჰქონდა, თუმცა ახლა მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ”, - აღნიშნა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 7 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.