“გოლდენ სტეიტმა” “ფინიქსი” 129:83 დაამარცხა. “ფინიქსმა” 46 ქულით წააგო და მიმდინარე სეზონში მინიმუმ 40-ქულიანი სხვაობით წაგებული ოთხი შეხვედრა დაუგროვდა.
ფინიქსელებმა ამ შედეგით “კლივლენდის” 1970/71 სეზონის ანტირეკორდი გაიმეორეს. მაშინ “კავალერიამ” ოთხი შეხვედრა მინიმუმ 40-ქულიანი სხვაობით წააგო. სეზონის ბოლომდე ბევრი დარჩა და არაა გამორიცხული “ფინიქსი” ახალი ანტირეკორდის ავტორი გახდეს.
“ფინიქსი” “პორტლენდთან” 76:124 დამარცხდა, “კლიპერსთან” 88:130, “სან ანტონიოსთან” 81:129.