რა იქნებოდა ბექჰემების ოჯახი პიარისა და ბულვარული მედიის მუდმივი ყურადღების გარეშე?! ამ კითხვას დღეს აღარავინ სვამს, რადგან ყველამ ძალიან კარგად უწყის, რომ დევიდის ცნობილი ფეხბურთელობის და ვიქტორიას წარმატებული მომღერლობის მიუხედავად, ამ წყვილის საყოველთაო ცნობადობა მაინც მუდმივმა პიარმა განაპირობა.
დევიდ ბექჰემისა არ იყოს, მის კაპარჩხანა ცოლსაც დაატყო წლების მდინარებამ თავისი მსახვრალი ხელი, მაგრამ ვიქტორია არადა არ ცხრება და მუდმივად ცდილობს ეპატაჟურობაში არავის ჩამორჩეს. სულ ცოტა ხნის წინ, ვიქტორიამ კიდევ ერთ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მასთან ერთად, “ვიქტორია სიქრიტის“ სამოდელო სააგენტოს ულამაზესი მოდელებიც ყელყელაობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია ადამს-ბექჰემი ხელობით ფოტომოდელი არააა, მას არასოდეს თქვამს უარი თამამ ფოტოგადაღებებზე. უფრო მეტიც - ვიქტორიამ რამდენჯერმე ასეთ გადაღებებში მონაწილეობაზე დევიდიც კი დაითანხმა. თუმცა, ბექჰემის პოპულარობისადმი ტრფიალი რომ ვიცით, საეჭვოა ვიქტორიას ქმრის ფოტოგადაღებებში დასათანხმებლად დიდი ხვეწნა-მუდარა დასჭირვებოდა.