თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის "დილამ" ამხანაგურ მატჩში 2:1 მოუგო უკრაინული ლუცკის "ვოლინს".
გიორგი დარასელიას გუნდიდან გოლებით თავი გამოიჩინეს ნოდარ ქავთარაძემ და გიორგი ფანცულაიამ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, შემდეგ გორელებმა ორჯერ გაიტანეს და "ვოლინმა" ერთი ბურთით უპასუხა.
"დილა" პირველ ტაიმში: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, სეზგინი, ჩადუნელი, კერელეიშვილი, პავლო, სამუშია, ჯიბრინი, ფორტესი, ნიდალი, აშორტია.
მეორე ტაიმში: ბეგაშვილი, სუხიაშვილი, გოგიაშვილი, კვახაძე, მაჩაიძე, ნონდი, რაჟამაშვილი, ნონიკაშვილი, ქავთარაძე, ფანცულაია, კოვტალიუკი.