ფეხბურთი

13:03 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გუჯა რუხაია და დმიტრო ივანისენია “დინამოში” ითამაშებენ

30 წლის მარჯვენა მცველი გუჯა რუხაია და 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია თბილისის „დინამოს“ ღირსებას დაიცავენ.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, „დინამო“ რუხაიასთან ერთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდა, ივანისენიასთან კი ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

გუჯა რუხაია ბათუმის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ცოტა ხანს თამაშობდა რეგიონალლიგის „ყაზბეგში“, 2005 წლიდან კი კარიერა რუსეთში განაგრძო. გამოდიოდა ნოვოროსიისკის „ჩერნომორეცში“, სტავროპოლის „დინამოში“, სოჭის „ჟემჩუჟინაში“, ნალჩიკის „სპარტაკში“, ხაბაროვსკის „სკა-ენერგიაში“, „კამაზში“, ნოვოსიბრისკის „სიბირში“.

რაც შეეხება უკარინელ ნახევარმცველს, დმიტრო ივანისენიას „შახტარის“ ასაკობრივი გუნდების შემდეგ დონეცკელთა დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, ერთი სეზონი „ილიჩევეცში“ გაატარა, ბოლოს „მარიუპოლში“ გამოდიოდა.

ორივე ფეხბურთელი იანვრიდან თბილისის „დინამოსთან“ ერთად ემზადება. მათ თურქულ შეკრებაზე გამართულ სპარინგებშიც მიიღეს მონაწილეობა.

0.120958