კალათბურთი

12:33 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ტიტები“ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს

საქართველოს საკალათბურთო „ა“ ლიგაში დღეს პირველი წრე დასრულდება. გუშინ გაიმართა მე-5 ტურის ერთი მატჩი, რომელშიც „წყალტუბო“ 75:89 დამარცხდა „თსუ-ჰიუნდაისთან“, დარჩენილი ორ შეხვედრა კი დღეს შედგება: 18:00 საათზე, ლიდერი „ტიტები“ „არენას“ დაუპირისპირდება, 20:00 საათზე კსუ - „თბილისს“.

"ტიტების" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავით არწივიძემ და კალათბურთელმა ქაქუცა აბაიშვილმა "არენასთან" გასამართი თამაშის წინ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრეს.

დავით არწივიძე: „გუნდში ძალიან კარგი განწყობაა ოთხიდან ოთხი მოგებით პირველ ადგილზე ვართ. რაც შეეხება მოახლოებულ თამაშს, ბიჭები სრულიად მზად ყოფნაში არიან. იმედია, წარმატებულად დავამთავრებთ პირველ წრეს და სეზონის ბოლომდე პირველ ადგილზე ვიქნებით“.

ქაქუცა აბაიშვილი: „გუნდში ოპტიმალური მდგომარეობაა ყველანი ფორმაში ვართ, საბედნიეროდ ტრავმები არავის გვაწუხებს გიორგი ჯაშის გარდა. ამ თამაშისთვისაც მაქსიმალურად ვემზადებით და ვეცდებით ‘’არენას’’ დამარცხებით პირველი წრე დაუმარცხებლად დავასრულოთ“.

0.132178