ფეხბურთი

14:04 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” წიქარიძესთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის “ტორპედომ” თენგიზ წიქარიძე დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ქუთაისელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის “ტორპედოს” რიგებში 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. წიქარიძე ბოლოს გორის “დილაში” თამაშობდა.

როგორც იცით, “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში იმყოფება, სადაც გუნდმა ორი სპარინგ მატჩი უკვე გამართა: ყაზახეთის “აქტობესთან” 0:2 წააგო, უკრაინულ “ოლექსანდრიას” კი 1:0 მოუგო. კახა ჩხეტიანის შეგირდები მორიგ შეხვედრას 13 თებერვალს მოსკოვის “ტორპედოსთან” გამართავენ.

0.113914