ფეხბურთი

17:34 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემის" და "არსენალის" მატჩზე პრემიერლიგის რეკორდი დამყარდა

ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურში "ტოტენჰემი" "არსენალს" დაუპირისპირდა და დასწრების მხრივ პრემიერლიგის რეკორდი დამყარდა. როგორც "მამლების" ტვიტერის გვერდი იუწყება, "უემბლიზე" გამართულ მატჩს 83, 222 მაყურებელი დაესწრო, რაც ჩრდილოეთ ლონდონური დერბის და ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.

აღნიშნული მატჩი "ტოტენჰემმა" ჰარი კეინის გოლის წყალობით მოიგო. წინა რეკორდი ასევე "უემბლიზე" გასული წლის 31 დეკემბერს დამყარდა, როდესას "სპურსის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებას 81, 978 ადამიანი უყურებდა.

0.111967