პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში პლოცკის “ვისლასა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა მორიგი მატჩი ჩაატარა და მისი მოედანზე ყოფნა საკმაოდ ნაყოფიერიც გამოდგა.
ჩვენებურმა მატჩის მიწურულს საგოლე გადაცემა გააკეთა და ხოსე კანტემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ვისლამ” ზედიზედ მეოთხე მატჩი ჩაატარა წაუგებლად. “ვისლა” ამ დროისთვს მეხუტე ადგილზე იმყოფება ექსტრაკლასაში.
მიმდინარე სეზონში მერებაშვილს 21 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.