ფეხბურთი

15:19 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“სპარტაკმა” ანანიძე შეკრებაზე არ წაიყვანა

მოსკოვური “სპარტაკის”მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ სოჭის შეკრებისთვის, გუნდის 24 ფეხბურთელს უხმო, თუმცა ამ სიაში ქართველი ფეხბურთელის ჯანო ანანიძის სახელს ვერ ამიკითხავთ.

“სახალხო გუნდის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩვენებური ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას გადის და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. გუნდს კი, 17 თებერვალს მარბელიაში შეუერთდება.

სოჭის შეკრება 10-დან 13 თებერვლამდე გაგრძელდება, 15 თებერვალს კი “სპარტაკი” უეფას ევროპა ლიგის 1/16 ფინალში “ბილბაოს” დაუპირისპირდება, საპასუხო მატჩი 22 თებერვალს, ესპანეთში გაიმართება.

0.128652