კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ბელგიური “გენტის” ქართველი ნახევარმცველით გიორგი ჩაკვეტაძეთი რამდენიმე ინგლისური გუნდი ინტერესდება, მათ შორის არიან “ტოტენჰემი” და “ბორნმუთი”. აღნიშნულ ინფორმაციას sevendaynews.com და HLN-ი ავრცელებენ.
ახალგაზრდა ქართველი გასულ ზაფხულს “დინამოდან” “გენტში” გადავიდა, თუმცა მის მიმართ ინტერესს გერმანული “ბაიერნიც” იჩენდა, რომელიც ჩვენებურში 6 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა.
გიორგი ჩაკვეტაძე შემტევი ნახევარმცველი გახლავთ, თუმცა მას ასევე შეუძლია თამაში მარცხენა ვინგერის პოზიციაზე. მიმდინარე სეზონში ქართველმა ყველა ჩემპიონატის ჩათვლით 5 მატჩი ჩაატარა, თუმცა 1 გოლის გატანაც მოახერხა.