ფეხბურთი

12:07 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, ლევან მჭედლიძე ბრუნდება

სასიხარულო ამბავი ხდება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელის ლევან მჭედლიძეს თავს. ჩვენებური 10 თვიანი უქმობის შემდგომ უახლოეს მომავალში მოედანს დაუბრუნდება, რომელმაც მუხლის ტრავმა უკვე მოირჩინა. აღნიშნულ ინფორმაციას Iitirreno.gelocal.it ავრცელებს.

27 წლის ფორვარდმა ტრავმა გასული წლის აპრილში “მილანთან” დაპირისპირების დროს მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა. ბოლო პერიოდში მჭედლიძე გამოკვლევენს ბარსელონაში იტარებდა და როგორც იქნა გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა.

0.111423