მილანის “ინტერმა” დამდეგი სეზონისთვის ფიქრი დაიწყო და პირველი ტრანსფერიც განახორციელა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულში “ნერაძურის” არგენტინული “რასინგის” 20 წლის ფორვარდი ლაუტარო მარტინესი შეუერთდება.
ყველაფერი შეთანხმებული ყოფილა: იტალიურ გუნდი “რასინგის” ბიუჯეტს 20 მილიონი ევროთი შეავსებს, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება. ინფორმაციას ადასტურებს ფეხბურთელის აგენტიც:
“მომდევნო სეზონში ლაუტარო 99%-ით “ინტერში” ითამაშებს”, - უთხრა რადიო La Red-ს როლანდო სარატემ.
უახლოეს მომავალში მარტინესი მილანში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც ხელს მოაწერს. გუნდს კი, ზაფხულში შეუერთდება. მიმდინარე სეზონში მარტინესმა “რასინგის” რიგებში რვაჯერ ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, მარტინესის ტრანსფერის შემდეგ მაურო იკარდის "ინტერი" "რეალში" გაასხვისებს.