საქართველოს ქალთა ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაში ჩაერთო და ევრო-აფრიკული ზონის პირველი ჯგუფის პირველ მეტოქესთან, ბულგარეთთან 1:2 დამარცხდა. ერთეულთა თანრიგში სოფია შაფათავა და ეკატერინე გორგოძე იზაბელა შინიკოვასთან და ვიქტორია ტომოვასთან დამარცხდნენ, ხოლო წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვამ და შაფათავამ პეტია არშინკოვასთან და იულია ტერზიისკასთან გამართული მატჩი 6:0, 6:4 მოიგეს.
A ჯგუფში 3 ნაკრები თამაშობს. ბულგარეთმა პირველი შეხვედრა სერბეთთან 1:2 წააგო და ახლა 3-3 მოგებითა და მარცხით ლიდერია. საქართველოს მომდევნო მეტოქე სერბეთის გუნდი იქნება და ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად 9 თებერვალს გასამართი სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს.