ფეხბურთი

14:18 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი შეყილაძე "როსონერიში" თავის დამკვირდებას ეცდება

იტალიური “ლუკეზეს” ქართველმა თავდამსხმელმა ირაკლი შეყილაძემ Gazzettalucchese.it-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალ გუნდში თავს ბედნიერად გრძნობს. 25 წლის ფეხბურთელი "როსონერისთან" ერათად დასახული მიზნების განხორციელებას აპირებს და ასევე სურს, რომ სეზონის დასრულებამდე გულშემატკივარს თავი არაერთი გატანილი გოლით დაამახსოვროს.

აქვე გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად:

“ლუკეზეში” სეზონის დასაწყისშივე მინდოდა გადასვლა, თუმცა სერია B-ში ასპარეზობაც მინდოდა. ამის მიუხედავად არ ვფიქრობ, რომ განვლილმა 6 თვემ უშედეგოდ ჩაიარა, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ მასწავლეს. მადლობა მინდა გადავუხადო სპორტულ დირექტორ ობედიოს, რადგან იანვრის დასაწყისში ყველაფერი მოლაპარაკებებით და ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “როსონერიში” მოვედი.

- როგორია თქვენი ფიზიკური მდგომარეობა?

- სიმართლე გითხრათ ახლა უკეთესად ვარ, მაგრამ პირველ დღეს, როდესაც ჩამოვედი ვნახე, რომ არ ვიყავი იმ დონეზე, როგორზეც ჩემი თანაგუნდელები არიან, მაგრამ ვმუშაობ, რადგან ეს უფსკრული აღმოვფხვრა.

- რა მახასიათებლები გაქვს?

- ვარ მწვავე მოთამაშე და მიყვარს, როდესაც შეტევაში მაქვს სივრცეები. მომწონს წინა ხაზზე თამაში.

- რა არის “ლუკეზეს” მიზანი ამ მომენტში?

- უპირველეს ყოვლისა მოკლე დროში უკეთ თამაში უნდა დავიწყოთ და ცხრილში დავწინაურდეთ. ამ გუნდს აქვს ის რესურსი, რომ კარგად ითამაშოს. უნდა ვიფიქროთ, რომ პლეიოფამდე მივაღწიოთ და მერე უკვე მთავარზე ვიზრუნოთ.

- როგორ წარმოგიდგენიათ რა მოხდება სეზონის ბოლომდე?

- ამ თვეებში მე უნდა მოვახერხო გუნდში დამკვიდრება. პირველ რიგში უნდა გავძლიერდე ფიზიკურად და ვიმედოვნებ, რომ 5 გოლს მაინც გავიტან. ეს ჩემი სურვილია.

- როგორ ფიქრობ რატომ ვერ დააკმაყოფილე “სპეციის” ხელმძღვანელების მოლოდინი?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა. ალბათ ჩემს კარიერაში არასწორი არჩევანი გავაკეთე, მაგრამ წარსულს უკან ვერ დავაბრუნებ და ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ახლა მხოლოდ “ლუკეზეზე” ვფიქრობ, თუმცა არ ვუარყობ, რომ ჩემი ოცნება კვლავ სერია B-ში თამაშია.

- რას ფიქრობთ “პიაჩენცასთან” მატჩზე და რა შეგიძლიათ უთხრათ გულშემატკივრებს?

- “პიაჩენცასთან” ადვილი თამაში არ იქნება. მათ ძალიან კარგი გუნდი ყავთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის თვისებები, რომ კარგად ვითამაშოთ და გამარჯვებას შევეჭიდოთ. რაც შეეხება გულშემატკივრებს, - ისინი ჩვენი დიდი ოჯახია და თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მინდა ვუთხრა მათ, რომ მათთან ერთად მრავალ გოლს ავღნიშნავ და ასევე მრავალ გამარჯვებას”, - განაცხადა შეყილაძემ.

შეგახსენებთ, რომ “შავწითლები” სერია C-ში მე-15 პოზიციაზე იმყოფებიან. ჩვენებურმა “ლუკეზეს” შემადგენლობაში 3 თამაში ჩაატარა და ჯამში 102 წუთი დაჰყო მოედანზე. აღნიშნული 3 მატჩიდან “როსონერიმ 2 ფრედ დაასრულა, 1 კი წააგო.

0.102105