ფეხბურთი

23:25 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხედირამ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე უარი განაცხადა

ცნობილი გერმანელი ფეხბურთელის, სამი ხედირას უმცროსმა ძმამ, რანიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე უარი თქვა. “აუგსბურგის” ფეხბურთელს ტუნისის ნაკრებში იწვევდნენ და 2018 წლის მუნდიალზე თამაშის გარანტიასაც აძლევდნენ, მაგრამ ხედირამ თავაზიანი უარი განაცხადა.

24 წლის ნახევარმცველის თქმით, არ სურს მუნდიალზე ადგილი იმ ფეხბურთელების ნაცვლად უბრძოლველად მიიღოს, რომლებიც იქ მოსახვედრად 2 წლის განმავლობაში იბრძოდნენ.

“მე გერმანიაში დავიბადე და გავიზარდე. მხოლოდ გერმანულ ენაზე ვსაუბრობ. ჩემი თამაში ენობრივ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული და სხვაგვარად არ შემიძლია. თანაც, არ მინდა, ჩემს კოლეგებს მუნდიალზე ადგილი წავართვა, რომლებიც ამ ადგილისთვის 2 წელი იბრძოდნენ”, - განაცხადა ხედირამ.

რანი ხედირა შტუტგარტში დაიბადა და კარიერაც ამ გუნდში დაიწყო. შემდეგ ითამაშა “ლაიფციგში”, ხოლო 2017 წლიდან მოყოლებული “აუგსბურგის” რიგებში ირჯება. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.119638