ესპანეთის წლის საუკეთესო სპორტსმენებად კაცებში რაფაელ ნადალი, ხოლო ქალებში გარბინიე მუგურუზა დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
2017 წელს რაფაელ ნადალმა როლან გაროსი და ამერიკის ღია პირველობა მოიგო, ხოლო გარბინიე უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. რაფამ სეზონი რეიტინგში პირველ ნომრად დაასრულა, მუგურუზა კი სექტემბრის თვეში იყო რეიტინგის სათავეში და ეს 2003 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ქალთა და მამაკაცთა რეიტინგის სათავეში იყვნენ.