ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” შინ “ოკლაჰომასთან” 105:125 გაანადგურდა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა და 2 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და რაც უნდა გასაკვირი იყოს, ორიდან ორივე საჯარიმო ვერ გამოიყენა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და თამაშის ბოლომდე “მეომრებმა” ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხეს. “ოკლაჰომაში” 38 ქულით საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ. რასელ უესტბრუკმა 34 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი შესძინა გუნდს. “გოლდენ სტეიტიდან” 33 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 41 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში ოკლენდელები შინ “დალასს” შეხვდებიან, მატჩი 9 თებერვალს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.