ფეხბურთი

22:20 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემანუელ ებუე: "მზად ვარ ბაღდადში ან პაკისტანში ვითამაშო"

ლონდონის “არსენალისა” და კოტ დივუარის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ემანუელ ებუეს საფეხბურთო კარიერის განახლება სურს. როგორც აფრიკელმა მცველმა განაცხადა, მზადაა ნებისმიერ ქვეყანაში ითამაშოს, რადგან მისთვის მთავარი ფეხბურთია.

“ფეხბურთში დაბრუნდება კიდევ ერთხელ მსურს. ვითამაშებდი ბაღდადში და პაკისტანშიც. მხოლოდ თამაში მინდა, არ მაინტერესებს სად იქნება. ფეხბურთი უმადური სამყაროა, სადაც აღარ არიან ტალანტები, მაგრამ ბევრია ფული და ბიზნესი. როდესაც, სახლში ტელევიზორს ვუყურებ და ვხედავ ჩემს მეგობრებს, ბედნიერი ვარ, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გამო ღრმა ტკივილს განვიცდი”, - განაცხადა ებუემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ებუეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც თავის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა. ემანუელი აღნიშნავდა, რომ მეგობართან იატაკზე ეძინა და იმის ფულიც არ გააჩნდა, რომ საკუთარი შვილები ენახა.

0.116561