ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – რონალდ კუმანი. როგორც ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 54 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
კუმანი ბოლოს “ევერტონში” მუშაობდა. იქამდე კი “აიაქსს”, “ბენფიკას”, პსვ-ს, “ვალენსიას”, “ალკმაარს”, “ფეიენოორდსა” და “საუთჰემპტონს” ედგა სათავეში.
გარდა ამისა, კუმანი 1997-1998 წლებში ჰოლანდიის ნაკრებში გუუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა.
ჰოლანდიის ნაკრები ბოლო პერიოდში წარუმატებლად თამაშობს. "ნარინჯისფერები" ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.