ფეხბურთი

17:45 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვეს" კედელი, სამოსანი "ჩელსი" და "ბაიერნის" 100 დღე

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

იტალია, სერია A

15 – “იუვენტუსმა” ბოლო 15 თამაშში ერთადერთი გოლი გაუშვა (ყველა ტურნირის ჩათვლით) და ეს “ბებერი ქალბატონის” ისტორიაში პირველად მოხდა.

16 – “ჯენოამ” მიმდინარე სეზონში 24 ქულიდან 16 სტუმრად ჩატარებულ მატჩებში მოიპოვა.

2 – გორან პანდევმა ყოფილი გუნდის, “ლაციოს” კარი 5-ჯერ აიღო. აქედან ზედიზედ 2 შეხვედრაში შეძლო 2 გოლის გატანა.

52 – “იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში კარის ჩარჩოში 52 დარტყმა მიიღო და ეს ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

0:7 – ბოლო ოთხ ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხებულებში შორის, ყოველთვის “სასუოლო” აღმოჩნდა და ოთხივე ჯერზე “ნეროვერდიმ” 0:7 წააგო.

60 – “ნაპოლიმ” 23 ტურში 60 ქულა დააგროვა და ამ ეტაპისთვის ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა. 2005-2006 წლების სეზონში “იუვენტუსმა” 62, ხოლო ერთი წლის შემდეგ “ინტერმა” 63 ქულა მოიპოვეს.

6 – “მილანს” მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი წითელი ბარათი აქვს მიღებული (6).

3 – “იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში პირველ ტაიმში პირველად მოახერხა სამი გოლის გატანა.

43 – ჯენგიზ უნდერმა “ვერონას” 43-ე წამზე გაუტანა და ეს “რომას” ყველაზე სწრაფი გოლია 2012 წლის იანვრის შემდეგ. მაშინ ფრანჩესკო ტოტიმ “ჩეზენას” 30-ე წამზე გაუტანა.

8 – “ინტერს” უკვე 8 თამაშია არ მოუგია (6 ფრე, 2 წაგება). ეს “ნერაძურისთვის” მოუგებელ მატჩთან ანტირეკორდის გამეორებაა.

5 – “ინტერმა” ზედიზედ ხუთი მატჩი დაასრულა ფრედ და ასეთი რამ ბოლოს 2004 წლის ნოემბერში მოხდა.

1 – “ინტერმა” მიმდინარე სეზონში მაურო იკარდის გარეშე პირველად ითამაშა.

17 – “სამპდორიას” ყველაზე მეტი ქულა აქვს დაკარგული (17) იმ მატჩებში, რომელსაც იგებდა.

ესპანეთი, ლა ლიგა

3 – “ვალენსიამ” მარსელინოს თავკაცობით ლა ლიგაში ზედიზედ სამი თამაში პირველად წააგო.

1 – ალენ ჰალილოვიჩმა ლა ლიგაში “ლას პალმასის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

1 – ლიონელ მესი მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ორნიშნა ციფრს უწია გატანილი გოლებისა და საგოლე პასების მაჩვენებლით (20 გოლი, 10 პასი).

6 – ჟერარ პიკემ “ესპანიოლის” კარში მეექვსე გოლი გაიტანა და ამაზე მეტი არცერთი სხვა გუნდისთვის არ გაუტანია.

4 – “ვალენსიამ” “ატლეტიკოსთან” თამაშის წესი მხოლოდ ოთხჯერ დაარღვია და ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2013 წლის სექტემბრის შემდეგ. მაშინ “ღამურები” “ბეტისთან” 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

6 – ანხელ კორეამ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მეექვსე გოლი გაიტანა და ეს მისთვის პირადი რეკორდია.

4 – დიეგო კოშტამ “ვალენსიასთან” პირველ ტაიმში თამაშის წესი ოთხჯერ დაარღვია. მაშინ, როდესაც სტუმრებმა იმავე ტაიმში მხოლოდ ორჯერ დაარღვიეს თამაში წესი.

10 – “ბილბაომ” 10 მატჩიანი წაუგებელი სერია (3 მოგება, 7 ფრე) “ჟირონასთან” დაასრულა.

12 – კრისტიან სტუანიმ უფრო მეტი გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში, ვიდრე გასულ წელს, როდესაც “ესპანიოლის” ღირსებას იცავდა.

23 – “ბარსელონამ” ტოპ ჩემპიონატების გუნდებიდან ძელს (ხარიხას) ბურთი ყველაზე მეტჯერ მოარტყა (23).

8 – “ხეტაფეს” საკუთარ მოედანზე უკვე რვა თამაშია არ წაუგია (5 მოგება, 3 ფრე) და ეს 2013 წლის შემდეგ საუკეთესო სერიაა.

33 – ჯამპაოლო პაცინი მიმდინარე სეზონში ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელებს შორის, მეორეა, რომელმაც “რეალს” გაუტანა (33 წელი და 6 თვე). პირველ ადგილზე ჟორჟე მოლინაა (35 წელი და 9 თვე).

1 – “ლევანტემ” ისტორიაში პირველად არ წააგო სეზონში არცერთი მატჩი მადრიდის “რეალთან”.

8 – ქარიმ ბენზემამ ისკოს მერვე საგოლე პასი გაუკეთეა და ფრანგის ასისტენტობა ამაზე მეტჯერ არავისთვის გაუწევია.

14 – სერხიო რამოსი ერთადერთი მცველია, რომელმაც ლა ლიგაში გოლის გატანა ზედიზედ 14 სეზონის განმავლობაში შეძლო.

4 – იაგო ასპასმა 2018 წელს 4 გოლი გაიტანა. ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ესპანელ ფეხბურთელებს შორის, ეს საუკეთესო შედეგია მიმდინარე წელს.

10 – მუნირ ელ ჰადადიმ მიმდინარე სეზონში 10 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 5 პასი). ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

4 – “ბეტისი” “რეალთან” ერთად კარლოს ბაკასთვის ყველაზე იღბლიანი გუნდია (ესპანეთში). ამ გუნდების კარში კოლუმბიელს 4-4 გოლი აქვს გატანილი.

11 – მხოლოდ “ჩელსის (13) და “მონაკოს” (12) აქვთ თავით მეტი გოლი გატანილი, ვიდრე “ბეტისს” (11) ტოპ ჩემპიონატებში.

5 – “ეიბარმა” ანდალუზიურ გუნდებთან ერთ მატჩში 5 გოლი მეოთხედ გაიტანა.

7 – ხოსე ანხელს მიმდინარე სეზონში მცველებს შორის ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული (ლა ლიგაში – 7).

51 – “დეპორტივომ” 22 ტურში 51 გოლი გაუშვა და ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1957 წლის შემდეგ, როდესაც ლა კორუნიელებმა 22 ტურში 54 გოლი გაუშვეს.

3 – ასიერ ილარამენდიმ ლა ლიგაში მეექვსე გოლი გაიტანა და აქედან სამჯერ “დეპორტივო” ჰყავს დამწუხრებული.

7 – “სოსიედადის” ბოლო 13 გოლიდან 7 ვილიან ჟოზეს ანგარიშზეა.

გერმანია, ბუნდესლიგა

100 – “ბაიერნი” ბუნდესლიგას 100 დღეა უცვლელად ლიდერობს.

3 – მიჩი ბატშუაიმ ბუნდესლიგაში სამ გოლში მიიღო მონაწილეობა 90 წუთში (2 გოლი, 1 პასი). პრემიერლიგაში კი, იგივე შედეგისთვის 353 წუთი დასჭირდა (2 გოლი, 1 პასი).

20 – ივერ ფოსუმი მეოცე ნორვეგიელია, რომელმაც ბუნდესლიგაში გოლის გატანა მოახერხა.

18 – “ბაიერნი” 18 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და 21 ტურისთვის ასეთი დიდი უპირატესობა აქამდე არცერთ გუნდს არ ჰქონია.

2005 – ადემოლა ლუკმანი პირველი ინგლისელია 2005 წლის შემდეგ, რომელმაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა. ბოლოს იგივე ოუენ ჰარგრეივზს ჰქონდა გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ორივემ “გლადბახის” კარი დალაშქრეს.

1 – “ვერდერმა” პირველი ტურის შემდეგ პირველად დატოვა გასავარდნი ზონა.

114 – ფრანკ რიბერიმ 114-ე გოლი გაიტანა “ბაიერნის” მაისურით და მარიო გომესს გადაასწრო. “რეკორდმაიტერის” ისტორიაში ფრანგზე მეტი გოლი მხოლოდ 10 ფეხბურთელს აქვს გატანილი.

155 – მარიო გომესს ბუნდესლიგაში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (155), ვიდრე “ვოლფსბურგის” სასტარტოში მყოფ 11 ფეხბურთელს ერთად (132).

150 – ჟერომ ბოატენგმა ბუნდესლიგაში “ბაიერნის” რიგებში 150-ე თამაში ჩაატარა.

2 – მიჩი ბატშუაი პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემდეგ “დორტმუნდის” პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დებიუტი გოლით აღნიშნა.

500 – მიჩი ბატშუაის პირველი გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-500 გამოდგა.

საფრანგეთი, ლიგა 1

23 – ფლორენ ტოვინი ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფრანგებს შორის გოლი+პასის სისტემით საუკეთესოა (13 გოლი და 10 საგოლე პასი).

24 – ბოლო 5 მატჩში, რომელიც ლიგა 1-ის ეგიდით გაიმართა “ლიონსა” და “მონაკოს” შორის, 24 გოლი გავიდა (საშუალოდ 4.8 გოლი).

0:2 – “მონაკომ” ბოლო ორ მატჩი მოიგო, რომელსაც 0:2 აგებდა. 2017 წლის დეკემბერში, “ტრუასთან” (3:2) და “ლიონთან” (3:2).

7 – “ლიონის” წინააღმდეგ მიმდინარე სეზონში 7 ფეხბურთელი გააძევეს.

1 – ლასანა დიარამ პსჟ-ში დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა.

ინგლისი, პრემიერლიგა

3 – “ჩელსიმ” პრემიერლიგაში ზედიზედ ორი თამაში სამი ბურთის სხვაობით 1995 წლის შემდეგ პირველად წააგო (“მანჩესტერთან” 1:4 და “ბლექბერნთან” 0:3).

770 – ჟერარ დეულოფეუმ პრემიერლიგაში გოლის გატანა 2015 წლის 28 დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხა (770 დღე).

3 – ტროი დინიმ მიმდინარე სეზონში პენალტები “არსენალს”, “მანჩესტერსა” და “ჩელსის” გაუტანა.

7 – მხოლოდ “გრიმბსი თაუნმა” მიიღო უფრო მეტი წითელი ბარათი (8), ვიდრე “ჩელსიმ” ინგლისურ გუნდებს შორის (7).

100 – ჰარი კეინმა 141 პრემიერლიგურ მატჩში 100 გოლის გატანა მოახერხა.

3 – დელე ალიმ სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მესამედ მიიღო და მას შემდეგ, რაც მას პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა, ეს ყველაზე მაღალი შედეგია.

12 – იურგენ კლოპს საკუთარ მოედანზე დიდი ექვსეულის გუნდებთან უკვე 12 თამაშია არ წაუგია (6 მოგება, 6 ფრე).

5 – მოჰამედ დიამემ პრემიერლიგაში მეხუთე გოლი გაიტანა და ყველა მეტოქის მოედანზე.

3 – ჰენრიხ მხითარიანი “არსენალის” პირველი ფეხბურთელია 2013 წლის შემდეგ, რომელმაც ერთ მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა. 2013 წლის მაისში კი, “უიგანთან” სანტი კაზორლა 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

20 – აარონ რემზი “არსენალის” მეოცე ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

3 – პეტერ ჩეხი პრემიერლიგის ექვს შეხვედრაში შეცვალეს და აქედან სამი “ევერტონთან” მატჩი იყო.

8 – პიერ-ემერიკ ობამეიანგი “არსენალის” მერვე ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.

100 – აარონ რემზიმ “არსენალში” მეასე გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (52 გოლი, 48 პასი).

32 – ალექსის სანჩესმა ბურთი 32-ჯერ დაკარგა და ეს “მანჩესტერის” ფეხბურთელებს შორის მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი შედეგია.

6 – ჯეიმი ვარდიმ მიმდინარე სეზონში ანგარიში ექვსჯერ გახსნა და ამაზე კარგი შედეგი არავის აქვს. ზუსტად იგივე მაჩვენებელი გააჩნიათ სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინს.

0.126764