სხვა

17:34 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ოლიმპიელები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში, 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ ოლიმპიელთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე,ზამთრის სახეობის ფედერაციების პრეზიდენტები,ლიცენზიანტი სპორტსმენები-იასონ აბრამაშვილი, ნინო წიკლაური, სეოკი-ის გენერალური სპონსორის - ,,საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: „ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უკვე მეშვიდედ ვმონაწილეობთ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. ამჯერად, პიონჩანგში ოთხი სპორტსმენით წარვსდგებით. ჩვენს გუნდში არიან გამოცდილებიც და ახალბედებიც. მაგალითად, იასონ აბრამაშვილისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიადა, ნინო წიკლაურისთვის - მესამე. რაც შეეხება მორის ყვითელაშვილს და გიორგი სოღოიანს, ისინი თამაშების დებიუტანტები არიან. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ოლიმპიელები კორეაში შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ,“ - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.

შალვა გოგოლაძემ მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს საინტერესო ღონისძიებებისთვის, სპორტსმენებს კი ასევე წარმატება უსურვა: „ეს არის კარგი ტრადიცია, როცა ყოველი ოლიმპიადის წინ ოლიმპიური კომიტეტი აწყობს ლამაზ ცერემონიალებს. თითოეული სპორტსმენისთვის მთავარი მიზანი ოლიმპიადაში მონაწილეობაა, რაც თავისთავად უკვე დიდი მიღწევაა. მინდა მოგილოცოთ ოლიმპიელობა და გისურვოთ, რაც შეიძლება წარმატებული გამოსვლა კორეაში. ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება და იმედი გვაქვს, ამ ოლიმპიადაზე თუ არა, მომავალში აუცილებლად გვეყოლებიან ზამთრის ოლიმპიადის პრიზიორები,“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

შემდეგ გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია.
სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა აკრედიტაციები გადასცა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციის წევრებს.

ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს
ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა
(პიონჩანგი, სამხრეთ კორეა. 9-25 თებერვალი)

ოლიმპიური სოფელი
1. იასონ აბრამაშვილი - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
2. ნინო წიკლაური - სპორტსმენი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
3. მორის ყვითელაშვილი -სპორტსმენი (ფიგურული ციგურაობა)
4. გიორგი სოღოიანი - სპორტსმენი (საციგაო სპორტი)
5. ვალტერ ჰუბმანი - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
6. ფრანჩესკო ზანკოლო - მწვრთნელი (სამთო-სათხილამურო სპორტი)
7. დანილ გლეიხენგაუზი - მწვრთნელი (ფიგურული სრიალი)
8. ფელიქს ქუმარიტაშვილი - მწვრთნელი (საციგაო)
9. მამუკა ხაბარელი - მისიის ხელმძღვანელი
10. რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი

ოლიმპიური სოფლის გარეთ
1. ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი,ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი
2. მიხეილ გიორგაძე - კულტურის და სპორტის მინისტრი
3. შალვა გოგოლაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
4. ელგუჯა ბერიშვილი - სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
5. ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
6. ოთარ ბერძენიშვილი - საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში
7. მარიამ გიორგობიანი - ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი
8. ზურაბ კოსტავა - სათხილამურო სპორტის ფედერაციიის პრეზიდენტი

თამაშებზე აკრედიტებული ჟურნალისტები

1. თენგიზ გაჩეჩილაძე
2. ოთარ გიორგაძე
3. ლევან ღუდუშაური
4. თამარ ყულუმბეგაშვილი

ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშები

- თამაშების მიმდინარეობის პერიოდი – 9 -25 თებერვალი
- მონაწილე ქვეყნები – 93
- სპორტის სახეობა – 7 (დისციპლინა 15)
- სპორტსმენთა რაოდენობა - 3 000
- გახსნის ცერემონიალი – 9 თებერვალი
- დახურვის ცერემონიალი – 25 თებერვალი
- ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი - 8 თებერვალი.

ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენები

1.იასონ აბარამაშვილი – სამთო – სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)
2.ნინო წიკლაური - სამთო – სათხილამურო სპორტი (III თამაშები)
3.გიორგი სოღოიანი - საციგაო სპორტი (I თამაშები)
4.მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)

შეჯიბრებების გრაფიკი (განსხვავება თბილისის დროსთან +5 საათი)

11.02 – 18:50 – 21:35 - გიორგი სოღოიანი
12.02 – 10:15 – 15:35 - ნინო წიკლაური (გიგანტური სლალომი)
14.02 – 10:15 – 15:25 - ნინო წიკლაური (სლალომი)
16.02 – 10:00 – 14:30 - მორის ყვითელაშვილი (მოკლე პროგრამა)
17.02 – 10:00 – 14:25 - მორის ყვითელაშვილი (თავისუფალი პროგრამა)
18.02 – 10:15 – 15:45 - იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი)
22.02 – 10:15 – 15:40 - იასონ აბრამაშვილი (სლალომი)

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

0.115832