საკალათბურთო კლუბ მარნეულის "დელტას" ერთ-ერთ ვარჯიშს 2004 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი, ჩვენი ლეგენდარული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური დაესწრო. ზვიადაური შეხვდა ბიჭებს და წარმატება უსურვა.
ზვიად ანთაძე: "ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩემპიონს, რომელმაც "დელტას" დრო დაუთმო და ბევრი კარგი რჩევა მოგვცა. ეს მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო. დიდი მადლობა ზურაბ ზვიადაურს."
ზურაბ ზვიადაური: "მინდა, წარმატება ვუსურვო "დელტას". ვხედავ, რომ გუნდში მონდომებული ბიჭები არიან და ეს ყველაფერი კარგია ამ სახეობისთვის, უშუალოდ, მთელი სპორტისთვის. თუ ბიჭები ბევრს იმუშავებენ, ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას."
ზურაბ თალაკვაძე