უიმბლდონის 2-გზის ჩემპიონმა პეტრა კვიტოვამ სანქტ პეტერბურგის ტურნირი მოიგო.
ფინალში პეტრამ ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი იოლად 6:1, 6:2 დაამარცხა და კარიერაში ერთეულთა თანრიგში 21-ე ტიტული მოიპოვა.
მოქმედ ჩოგბურთელებს შორის პეტრა ტიტულების რაოდენობით, მხოლოდ ოთხ ჩოგბურთელს ჩამორჩება: ქეროლაინ ვოზნიაცკის (28), მარია შარაპოვას (36), ვინუს უილიამსს (49) და სერენა უილიამსს (72).