ჩოგბურთი

19:34 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დევისის თასი: საქართველო მაროკოსთან დამარცხდა

დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველო მაროკოსთან დამარცხდა. მეორე სათამაშო დღეს წყვილთა თანრიგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ალექსანდრე მეტრეველმა ამინ აჰოუდა და ლამინე ოუაჰაბი მძიმე ბრძოლაში 7:6, 4:6, 6:2 დაამარცხეს და მაროკოსთან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს - 1:2. თუმცა ამის შემდეგ ბასილაშვილი ოუაჰაბისთან 1:6, 3:6 წააგო, ანგარიში 1:3 გახდა და მაროკო მეორე რაუნდში გადავიდა.

ახლა კი საქართველოს ეროვნულ გუნდს ევრო-აფიკული ზონის მეორე ჯგუფში დასარჩენად მოუწევს პლეი-ოფში ასპარეზობა, სადაც ლუქსემბურგს შეხვდება. გუნდები ერთმანეთს 7 და 8 აპრილს დაუპირისპირდებიან და დამარცხებული მომდევნო წელს აღნიშნული ზონის მესამე ჯგუფში იასპარეზებს.

0.118294