ჩოგბურთი

14:50 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა და ჰიბინო ტაივანის ტურნირის ფინალში დამარცხდნენ

ტაივანის ღია ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში ოქსანა კალაშნიკოვა და ნაო ჰიბინო ჩინელებთან, დუან ინინთან და ვან იაფანთან 6:7, 6:7 დამარცხდნენ. ქართულ-იაპონურმა დუეტმა WTA-ს სერიის ტურნირების მეორე ფინალი ითამაშა და ამჯერადაც ვერ შეძლო გამარჯვება.

ფინალში გასვლით ოქსანამ და ნაომ 6, 400 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს. ტაივანში კარგი თამაშის წყალობით, კალაშნიკოვა წყვილთა რეიტინგში 9 ადგილით დაწინაურდა და 54-ე პოზიციაზეა, ხოლო ჰიბინო 44-ე პოზიციაზე იმყოფება.

0.10528