ფეხბურთი

18:09 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალავა: “დღეს თამაში ფიზიკურად ძალიან რთული იყო”

ტულის “არსენალი” მოსამზადებელ შემხვედრაში ბულგარულ “ლუდოგორეცთან” (0:1) დამარცხდა. აღნიშნული მატჩი შეაფასა რუსული გუნდის ქართველმა მცველმა გია გრიგალავამ.

“ფიზიკურად ამ გუნდთან თამაში დღეს ძალიან რთული იყო. ისინი უკვე მზად არიან და მთლიანად ევროპა ლიგის მატჩზე ფიქრობენ, რომელსაც 10 დღეში ითამაშებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ მეორე შეკრება ორი დღის წინ დავიწყეთ და შესაბამისად, 100%-ით მზად არ ვართ.

არსებობს კითხვები მსაჯის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ეს მთავარი არაა. მსაჯთან კამათს ჩვენი ენერგია არ დაუხარჯავს”, - უთხრა გრიგალავამ “არსენალის” ვებგვერდს.

აქვე გეტყვით, რომ 28 წლის ქართველი "არსენალის" ღირსებას 2016 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა პრემიერლიგაში 9 მატჩი ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია.

0.149289