ფეხბურთი

16:37 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი “ტორპედოში” ითამაშებს

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “ტორპედო” შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. იმერული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა თორნიკე გრიგალაშვილმა.

25 წლის მცველი ბოლოს საჩხერის “ჩიხურაში” თამაშობდა, ხოლო მანამდე “სამტრედიასა” და “ზესტაფონშიც” ირჯებოდა. 2015-2016 წლებში კი, გერმანიის რეგიონლიგის ბინადარ “რედენში” ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, “ტორპედომ” დღესვე გააოფიციალურა ევგენი ბოხაშვილის ტრანსფერი.

0.115874