საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ბაკარი სანია კარიერას “ბენევენტოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად იტალიური გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.
34 წლის ფრანგი აპენინზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. “ჯალოროსის” იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
სანიას თავის დროზე “ოსერის” (2004-2007), “არსენალისა” (2007-2014) და “სიტის” რიგებში (2014-2017) უთამაშია. საფრანგეთის ნაკრებში კი, 2007-2016 წლებში 65-ჯერ ითამაშა.
რაც შეეხება “ბენევენტოს” იტალიის სერია A-ში სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.