ვეტერანი ნახევარმცველი მატიე ფლამინი, კარიერას “ხეტაფეში” განაგრძობს. კასტილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი “ლურჯებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ფლამინი კარიერის სხვადასხვა პერიოდში ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც არიან: “მარსელი”, “არსენალი” და “მილანი”. გასულ სეზონში ის “კრისტალ პალასში” ირიცხებოდა, სადაც მხოლოდ 13 შეხვედრის ჩატარება მოუწია. ზაფხულიდან მოყოლებული კი უმუშევარი გახლდათ.
მატიეს საფრანგეთის ნაკრებში 2007-2008 წლებში 3-ჯერ უთამაშია.