კალათბურთი

22:20 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მემორიალის ფინალში “ქუთაისი” და “რუსთავი” შეხვდებიან

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში “ქუთაისი” და “რუსთავი” შეხვდებიან. დღეს, ამ გუნდებმა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული ნახევარინალები მოიგეს. ქვემოქართლელებმა ფინალში გასასვლელი შეხვედრა “კაკტუსს” 81:71 მოუგეს, ხოლო ქუთაისელებმა გზიდან “მგზავრები” ჩამოიშორეს – 79:66.

“რუსთავისა” და “კაკტუსის” მატჩი უფრო დაძაბული გამოდგა. არც ერთ გუნდს არ სურდა დათმობა და ბოლო წუთებამდე ბრძოლა მიმდინარეობდა. “კაკტუსი” ნიადაგ იგებდა, მაგრამ ხელჩასაჭიდად დაწინაურებას ვერ ახერხებდა. მატჩის ბედი რეზო ჩაჩანიძის ზუსტმა თამაშმა გადაწყვიტა, რომელმაც ბოლო 2 წუთში 3 სამქულიანი ჩააგდო და რუსთაველებს გამარჯვება გაუნაღდა.

რუსთაველთაგან 19 ქულით და 7 პასით ადამ ბლეიზეკი გამოირჩა. 17 ქულა დააგროვა რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო ბრაიან ბერნარდიმ და ტაირელ ნელსონმა 14-14 ქულა დააგროვეს. ამ უკანასკნელს 15 მოხსნაც დაუგროვდა. ორმაგი დუბლით გამოირჩა გოგა ცეკვავა – 11 ქულა, 10 პასი. “კაკტუსში” 20 ქულით და 13 მოხსნით საუკეთესო იყო ჯონ მიჩელი, ხოლო დეანდრე პარკსის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

“მგზავრებმა” მესამე პერიოდის შუამდე გაუწიეს წინააღმდეგობა ქულაისელებს. თბილისური გუნდი 52:47 იგებდნენ, რის შემდეგაც “ქუთაისმა” 13:0 გაქცევა მოაწყო, მეტოქე ჩამოიტოვა და ამის შემდეგ ახლოს აღარ მიუკარებია და საბოლოოდ 13 ქულის სხვაობით მოიგო.

“ქუთაისს” 17 ქულით და 10 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა. 16 ქულა მოაგროვა დეჟუან რაიტმა, ჯონათან ლიმ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “მგზავრებში” 19-19 ქულით კახა ჯინჭარაძე და ტეილორ სტეფორდი გამოირჩნენ.

მემორიალის ფინალი 4 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო ხვალ ქუთაისი სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩს უმასპინძლებს.

gbf.ge

0.114102