ფეხბურთი

16:38 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ყენია “გურიას” ამბებზე

როგორც იცით, ლანჩხუთის “გურიას” დირექტორი დავით ყენია გახდა. ის ყოფილი სპორტული ჟურნალისტია, შემდგომში კი საფეხბურთო ფუნქციონერი გახდა.

მუშაობდა ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების მენეჯერად, შემდეგ ბათუმის “დინამოსთან” თანამშრომლობდა. ასევე დღემდე მუშაობს გოგა გახოკიძისა და გიორგი ქინქლაძის სამენეჯერო სააგენტოში. 2013 წელს თავად დაარსა სამენეჯერო კომპანია და თურქეთში ქართულ კლუბებს უწევდა შეკრებების ორგანიზებას.

ყენიას შევეხმიანეთ და კომენტარი ვთხოვეთ:

"ჩვენი პირველი ამოცანაა, ანგარიშგასაწევი გუნდი შევქმნათ და ნელ-ნელა ჩამოვაყალიბოთ ისეთი ბირთვი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ შედეგს აჩვენებს: ჯერ გადავა პრო-2-ში და შემდეგ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება. გუბერნატორის, ბატონ მერაბ ჭანუკვაძისა და ლანჩხუთის გამგებლის, ბატონ ალექსანდრე სარიშვილის თაოსნობითა და კეთილი ნებით, ინფრასტრუქტურული მხარე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ამის მზაობა ძალიან დიდია მათი მხრიდან და უახლოეს დღეებში დაიწყება გრიგოლეთის ბაზის შეკეთება, რათა გუნდი იქ გადავიდეს."

შეგახსენებთ, “გურია” წინა სეზონში ეროვნულ ლიგა2-ში იყო, მაგრამ გავარდა.

თეგებიგურია
0.114849