ფეხბურთი

20:15 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დებიუშიმ "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა და "სენტ-ეტიენში" გადავიდა

32 წლის მცველი მატიე დებიუში კარიერას "სენტ-ეტიენში" გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, დებიუშიმ ლონდონის "არსენალთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ფეხბურთელი ლიგა 1-ის გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მატიე "არსენალში" 2014 წელს "ნიუკასლიდან" გადავიდა. მას შემდეგ "მეთოფეთა" მაისურით დებიუშიმ 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ფრანგმა მცველმა 2015/16 წლების სეზონის მეორე ნახევარი "ბორდოში" იჯარის წესით გაატარა.

0.11929