ფეხბურთი

22:58 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისმა" "ბარსელონას" ფეხბურთელი დაიმატა

კატალონიის "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის აწ უკვე ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი ვილფრიდ კაპტუმი კარიერას "ბეტისში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კამერუნელის ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. აფრიკელმა ანდალუსიელებთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გააფორმა.

კაპტუმი "ბლაუგრანას" მთავარი გუნდის განაცხადში ოთხჯერ მოხვდა და სამჯერ გავიდა მოედანზე. 2016 წელს ესპანეთის თასზე ვილფრიდმა "ვალენსიას" გოლი გაუტანა. სარეზერვო გუნდში კაპტუმმა 44 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა, ხოლო უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

0.118056