ფეხბურთი

20:12 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტ ჯორჯიამ” თორნიკე მუზაშვილი დაიმატა

საფეხბურთო კლუბ “ვიტ ჯორჯიაში” 1998 წელს დაბადებული თორნიკე მუზაშვილი 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს. ეს “ვიტ ჯორჯიას” პრესსამსახურის ინფორმაციაა.

ამპლუით თავდამსხმელ მუზაშვილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული. იგი გახლავთ ჩვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრების წევრი და 21-წლამდელთა გუნდის კანდიდატი. თორნიკე შარშან თბილისის “ლოკომოტივში” გამოდიოდა, ხან დუბლებში, ხანაც 19-წლამდელთა გუნდში.

მუზაშვილის დებიუტი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/2016 წლების სეზონში “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩში შედგა, საქართველოს ეროვნულ ლიგა ერთში კი (რანგით უმაღლესი ლიგა) თავისი სადებიუტო შეხვედრა თორნიკე მუზაშვილმა გასულ სეზონში - ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგ ჩაატარა.

0.120064