84 წლის ასაკში გარდაიცვალა აძელიო ვიჩინი, რომელიც 1986-1991 წლებში წვრთნიდა იტალიის ნაკრებს.
ვიჩინის თავკაცობით, “სკუადრა აძურა” 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და სსრკ-სთან წააგო (0:2). ასევე ნახევარფინალი წააგო 1990 წლის მუნდიალზე – არგენტინასთან (1:1 და შემდეგ პენალტებში).