ფეხბურთი

15:42 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო “ქონიასპორში” გადავიდა

36 წლის კამერუნელი სამუელ ეტოო “ანტალიასპორიდან” “ქონიასპორში” გადავიდა, ანუ ერთი თურქული გუნდიდან მეორეში. ეს თურქული haber-ის ინფორმაციაა.

“ქონიასპორი” სუპერლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზეა, ხოლო “ანტალიასპორი” – ბოლოდან მესამეზე. 15 მატჩი, 6 გოლი – ასეთი იყო ეტოოს სტატისტიკა თურქეთის ჩემპიონატის პირველ წრეში.

ასაკშია და კარიერას ასრულებს. სადღაა ის ეტოო, “მალიორკაში”, “ბარსასა” და თუნდაც “ინტერში” რომ გვახსოვს.

0.116631