ფეხბურთი

11:29 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მატა მანჩესტერში რჩება

ესპანელმა ნახევარმცველმა ხუან მატამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 29 წლის ფეხბურთელთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება 2019 წლამდე იქნება ძალაში.

მატა “მანჩესტერ იუნაიტედში” 2014 წელს ლონდონის “ჩელსიდან” გადავიდა და ამ დროის განმავლობაში მანჩესტერელთა მაისურით ჩატარებულ 172 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

0.111481