კალათბურთი

10:46 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 9 ქულა და მარცხი იუტაში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “იუტასთან” მოულოდნელად 99:129 წააგო.

ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა, პარკეტზე 18 წუთი დაჰყო და ამ დროში 9 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 ბლოკ-შოტი მიითვალა. ფაჩულიამ 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “იუტამ” “გოლდენ სტეიტს” ოთხივე პერიოდი მოუგო, რაც იშვიათი შემთხვევაა. “მეომრების” მარცხის მთავარი მიზეზი სტეფ კარი და კევინ დურანტია, რომლებმაც 17 და 14 ქულა ჩააგდეს, რაც ასეთი დონის კალათბურთელებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

“გოლდენ სტეიტი” 40 მოგებით და 11 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრეში “ოკლენდლები” “საკრამენოტს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 3 თებერვალს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.

0.115795