ფეხბურთი

0:05 | 31.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ჰარისონი დაიმატა და "მიდლსბროში" გაანათხოვრა

"მანჩესტერ სიტიმ" "ნიუ იორკ სიტის" ნახევარმცველი ჯეკ ჰარისონი დაიმატა. როგორც "ქალაქელთა" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ინგლისელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "მიდლბროში" ითამაშებს.

ჰარისონი "ნიუ იორკ სიტიში" 2016 წელს "ჩიკაგოდან" გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა 61 მატჩი გამართა და თავი 14 გოლით და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 1.75 მილიონი ევროა.

0.123304