კალათბურთი

12:21 | 30.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლის" გამარჯვება "დე პოლთან"

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” მძლვრ – “ბიგ ისთის” კონფერენციაში ბოლოდროინდელი 2 წაგების შემდეგ ლიდერობა დაკარგა, გასულ ტურში კი ერთ-ერთ აუტსაიდერ “დე პოლს” შეხვდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. “მეკობრეები” “დე პოლს” სტუმრად ეთამაშნენ და 86:70 სძლიეს.

სანდრო სათადარიგო იყო და მოედანზე 5 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ქართველმა ფორვარდმა 3 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ლიდერობა კი 21 ქულით მაილს პოუემა გასწია, ეინჯელ დელგადო კი ფარზე დომინირებდა – 19 მოხსნა და 10 ქულა მოაგროვა.

“სეტონ ჰოლს” 5 მოგება და 3 მარცხი აქვს და “პროვიდენსთან” ერთად 4-5 ადგილებს იყოფს. ლიდერი კი “ვილანოვაა” 8-დან 7 მოგებით. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს სწორედ “პროვიდენსთან” ელის – 1 თებერვალს.

gbf.ge

0.128098