“მანჩესტერ სიტის” და გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ლეროი სანე ტრავმირებულია. “ქალაქელების” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელს კოჭი აქვს დაზიანებული.
გერმანელმა მოთამაშემ დაზიანება “კარდიფთან” მოგებული (2:0) სათასო მატჩის 45-ე წუთზე მიიღო, როდესაც მის წინააღმდეგ ჯო ბენეტმა ძალიან უხეშად ითამაშა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს სანე თამაშს.
ცნობისთვის, ლეროიმ მიმდინარე სეზონში “სიტის” მაისური 33-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.