კალათბურთი

14:12 | 29.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტების დღე

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა. ყველა მატჩში ფავორიტად შერაცხულმა გუნდებმა იმარჯვეს.

“ჰიუსტონმა” შინ “ფინიქსი” 113:102 დაამარცხა. “ჰიუსტონი” მატჩის მესამე პერიოდში დაწინაურდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. “ფინიქსში” დევინ ბუკერი 30 ქულით და 10 პასით გამოირჩა. ტეხასელთა რიგებში კი ჯეიმს ჰარდენს 2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე (27 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი). “ჰიუსტონი” 35 მოგებით და 13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

“კლივლენდმა” საკუთარ დარბაზში “დეტროიტს” 121:104 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “კავალერიამ” 31:17 მოიგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც გუნდს 25 ქულა, 14 პასი და 8 მოხსნა შესძინა. “დეტროიტში” 20 ქულით ტობიას ჰარისი გამოირჩა. “კლივლენდი” 29 მოგებით და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

“ჩიკაგო” – “მილოუკი” 96:110 (20:26, 22:35, 30:25, 24:24)

https://www.youtube.com/watch?v=3ZU3O-Gos6Y

“ჰიუსტონი” – “ფინიქსი” 113:102 (28:24, 32:29, 32:24, 21:25)

https://www.youtube.com/watch?v=xEMwUdtSNv4

“ნიუ ორლეანი” – “კლიპერსი” 103:112 (34:26, 28:25, 15:29, 26:32)

https://www.youtube.com/watch?v=no-RGasXsd0

“კლივლენდი” – “დეტროიტი” 121:104 (33:28, 25:33, 32:26, 31:17)

https://www.youtube.com/watch?v=e8ngc1AUaOc

“ოკლაჰომა” – “ფილადელფია” 122:112 (31:29, 26:29, 35:25, 30:29)

https://www.youtube.com/watch?v=Kh5-rreG2IM

“ტორონტო” – “ლეიკერსი” 123:111 (28:21, 31:28, 32:28, 32:34)

https://www.youtube.com/watch?v=pbg3aMsAszI

“სან ანტონიო” – “საკრამენტო” 113:98 (29:22, 20:28, 30:19, 34:29)

https://www.youtube.com/watch?v=YBHKPbcTYKs

თეგებიNBA
0.116612