კალათბურთი

13:40 | 29.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 13 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება პესაროში

იტალიის სერია “ა”-ში მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილია” აუტსაიდერ “პესაროს” ესტუმრა და 104:96 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. მანუჩარმა 6-დან 2 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

7 მოგებითა და 10 მარცხით “რეჯიო ემილიამ” მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 4 თებერვალს, შინ, სარდინიულ “სასარისთან” გამართავს.

gbf.ge

0.122142