"შტუტგარტის" ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი ჰანეს ვოლფი დაითხოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ვოლფმა გერმანული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა. გასულ სეზონში ჰანესის გუნდმა ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე სათამაშო წელს კი "შტუტგარტმა" 20 შეხვედრიდან 6 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 20 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.