კალათბურთი

12:14 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 2 ქულა და გამარჯვება “ბოსტონთან”

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დღის ცენტრალული შეხვედრა ოკლენდში გაიმართა. ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი “ბოსტონ სელტიკსი” 109:105 დაამარცხა.

ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 15 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ზაზამ მეტოქის ფარს ერთხელ შეუტია და ისიც ზუსტი აღმოჩნდა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის პირველი ტაიმი “კელტებმა” 4 ქულით მოიგეს. თუმცა მესამე პერიოდში “მეომრები” წინ გავიდნენ. მეოთხე პერიოდში ქულებს შორის განსხვავება 2-3 ქულა იყო, მაგრამ სტეფ კარის წყალობით “ბოსტონმა” წინ გასვლა ვერ მოახერხა. კარიმ გუნდს 49 ქულა, 5 პაის და 4 მოხსნა შესძინა. “ბოსტონში” კაირი ირვინგი 37 ქულით გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 40 მოგებით და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ოკლენდელები მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე “იუტა ჯაზს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 31 იანვარს თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

0.111705