ფეხბურთი

12:44 | 28.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგმა" ლიგის თასი პირველად მოიგო

ლისაბონის "სპორტინგმა" პორტუგალიის ლიგის თასის ფინალში "სეტუბალი" პენალტების სერიაში დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო. ბრაგაში გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში კი ლისაბონელებმა 5:4 იმარჯვეს.

პორტუგალიის ლიგის თასის გათამაშება 2007/08 წლების სეზონში დაიწყო და პირველივე ფინალში "სპორტინგი" და "სეტუბალი" შეხვდნენ, მაშინ ამ უკანასკნელმა მოიგო და დედაქალაქურმა გუნდმა წელს რევანში აიღო.

0.140848